"აღიარა, მშობიარობის მერე ბავშვმა რომ იტირა, ხელით დავახრჩვეო" - წალენჯიხის რაიონში მომხდარი შემზარავი ფაქტის დეტალები

"აღიარა, მშობიარობის მერე ბავშვმა რომ იტირა, ხელით დავახრჩვეო" - წალენჯიხის რაიონში მომხდარი შემზარავი ფაქტის დეტალები

32 წლის ფეხმძიმე ქალმა სახლში, ექიმების გარეშე იმშობიარა, ამის შემდეგ შვილი გაგუდა და ჩვილის ცხედარი საპირფარეშოში ჩააგდო. ამ შემზარავი ფაქტის შესახებ ჟურნალი "გზა" 20 ოქტომბრის, 42-ე ნომერში წერს.

გთავაზობთ ამონარიდს:

ქალის ორსულობაზე ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. თამუნამ შეძლო, ფეხმძიმობა 9 თვის მანძილზე დაემალა.

16 წლის იყო აფხაზეთიდან დევნილი გოგონა, სოფელ ლიაში რომ გათხოვდა. როგორც ამბობენ, მისი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა. წყვილს მალე ვაჟიშვილი შეეძინა და ცოლ-ქმარი ბედნიერები იყვნენ, მერე კიდევ ორი პატარა გაჩნდა. ორი ვაჟი და ერთი გოგონა იზრდება მათ  სახლში. მოულოდნელად, ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს: 8 წლის წინ, თამუნას მეუღლე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. იგი სანადიროდ მეგობრებთან ერთად წავიდა და კაშხალთან ჩამოწოლილმა ზვავმა ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა.

****

ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სამი ბავშვის აღზრდაში რძალს დედამთილ-მამამთილი ეხმარებოდა. როგორც დედამთილი ამბობს, მისი რძალი რამდენიმე თვე სახლიდან იყო წასული. ეს გოგო ოჩამჩირის რაიონიდან დევნილია. დედამისს ბინა ფოთში მისცეს. დედამთილისთვის უთქვამს: დედას მივეხმარები, რომ დაალაგოს იქაურობაო და ფოთში წასულა. ბავშვები ბებიასა და ბაბუასთან დატოვა, თავად კი 3 თვით წავიდა. მისთვის ორსულობა არავის შეუმჩნევია. ამბობენ, ცოტა გასუქებული იყოო. ეს ახალგაზრდა ქალი იეჰოვას მოწმე გახლდათ და ამ ჯგუფის წევრებთან ერთად, სოფელ-სოფელ დადიოდა ხოლმე.

დედამთილი იხსენებს: `ოთახში რომ შევედი, თამუნამ მითხრა: მგონი, მოვიწამლეო. მე უკან გავბრუნდი და სოდიანი წყალი შევუტანე. ვთხოვე, დაელია. მეუღლეს კი ვუთხარი, სასწრაფო დახმარების ბრიგადისთვის დაერეკა. ექიმები ოთახში რომ შემოვიდნენ, ჩემი რძლის საძინებელი ოთახის კარი დაკეტილი დამხვდა. ვაკაკუნე, ვეძახდი, მაგრამ კარი არ გააღო და არც მიპასუხა. მერე გარეთ გავედი. ამ ოთახს მეორე კარი აქვს და იქიდან ვცადე ოთახში შესვლა. მეორე კარი ეზოში გადის. თან, ვეძახდი. იქვე ახლოს საპირფარეშოა და იქიდან გამომძახა, - აქ ვარ და მალე მოვალო...

*****

მალე სახლს პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სახანძროს მანქანა მოადგა. მაშინ შეიტყვეს ოჯახის წევრებმა, რომ ახალგაზრდა ქალმა არასასურველი ახალშობილი გაჩენისთანავე მოკლა. წაიკითხეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ