ზაზა თავაძე - პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება

ზაზა თავაძე - პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება

პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პლენუმის წევრებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. ზაზა თავაძემ არ გაასაჯაროვა რომელმა ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ წევრს, რომლებმაც გამომიცხადეს ძალიან დიდი ნდობა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და იმავდროულად ძალიან დიდი პატივი. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება პრიორიტეტები, რა თქმა უნდა პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება. ვგულისხმობ, არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა 3 წლითა და 7 თვის ვადით მოუწევს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ