ზაზა თავაძე - ჩვენთვის ყველა საქმე არის ერთი და იგივე

ზაზა თავაძე - ჩვენთვის ყველა საქმე არის ერთი და იგივე

საქმემან შენმან გამოგაჩინონ შენ, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს ის ვერ შეძლებს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას და მოხდება ხელისუფლების ინტერესების გატარება. "ლაკმუსის ქაღალდი იმისა, სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებელი, ამაზე იმეტყველებს თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე კომენტირების დროს ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ყველა საქმე ერთი და იგივეა, რადგანაც ის ადამიანის უფლებებს ეხება. "ჩვენთვის ყველა საქმე არის ერთი და იგივე, იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განურჩევლად ყველა ადამიანისა, არის ერთი და იგივე. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

მან კონკრეტულ საქმეებზე, მათ შორის "რუსთავი 2"-ისა და კაბელების საქმეებზე კომენტარი არ გააკეთა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ