გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბრალს აღიარებს - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე ბორის ჩაგუნავამ

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბრალს აღიარებს - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე ბორის ჩაგუნავამ

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბორის ჩაგუნავა წაყენებულ ბრალს აღიარებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ლია ჩადუნელმა განუცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, ჩაგუნავა აღიარებს, რომ ის იარაღს ინახავდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან რაიმე კავშირს გამორიცხავს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბრალდებულმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გამართულ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ იარაღი, საბრძოლო მასალა და ნახაზები შესანახად დავით ხეჩუაშვილმა გადასცა, რომელიც გამოძიების ვერსიით, თარგამაძის მანქანის აფეთქებაშია ბრალდებული. ჩაგუნავამ პროცესზე ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ხეჩუაშვილის გეგმები უცნობი იყო.

გარდა ამისა, როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულ ბორის ჩაგუნავას ინტერესების დამცველმა ელიზავეტა ჯაფარიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ სურს მისი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირება და შესაბამისად, ის ვერ ისაუბრებს იმაზე, აღიარებს თუ არა ჩაგუნავა წარდგენილ ბრალს ან რა გარემოებებზე ისაუბრა მან სასამართლო პროცესზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბორის ჩაგუნავა, 19/109 მუხლით კი, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დავით ხეჩუაშვილს წარედგინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ