ვინ არის პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული

ვინ არის პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული

პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია. როგორც სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ კუხიანიძე აცხადებს, ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.

კუხიანიძის თქმით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან.

"იდენტიფიცირებული პიროვნება არის 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელია. არ შემიძლია ჯერჯერობით თქმა სამხედრო სამსახურთან იყო თუ არა კავშირში. ახლა დავალებული მაქვს შესაბამისი სამსახურებისთვის დადგენა, ვინ არის, რას წარმოადგენს, სად მუშაობდა და ა.შ", - განაცხადა მან "რუსთავი 2"-თან საუბარში.

მისივე განმარტებით, გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა გუშაგი, რომელმაც გასროლა განახორციელა.

"თავდასხმა მოხდა გუშაგზე, რომელმაც მოახდინა გაფრთხილება, შემდეგ ჰაერში გასროლა, რასაც მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. გუშაგი დაიკითხა", - აღნიშნა მან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ