"ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა..." - რას ითხოვს "კრწანისის" ბაზასთან მოკლულის მამა

"ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა..." - რას ითხოვს "კრწანისის" ბაზასთან მოკლულის მამა

გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა რომან შენგელია აცხადებს, მისი მთავარი მოთხოვნაა სწორად გამოიძიონ საქმე და ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს. გარდაცვლილის მამას თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის არ სჯერა.

"ჩემი მთავარი მოთხოვნაა სწორად გამოიძიონ საქმე. ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა და არც ნასამართლევია. ალბათ, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს. ჩემი მეორე შვილი არ იყო მასთან ერთად ბაზაზე, ეს ტყუილია. გამოვრიცხავ იმ საღამოს მის ძმასთან ყოფილიყო. ჩემი მთავარი მოთხოვნაა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს. ალბათ გაარკვევენ მასზე რატომ გამოაცხადეს ძებნა. იმ ვერსიის, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ დადო, არ გვჯერა.

სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატო არ მოძებნეს? განგაში ხომ ატყდა? რატომ მაშინვე არ მივიდნენ ? სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი მერე რომ ნახეს, მაინტერესებს სათვათვალო კამერებმა არაფერი გადაიღო? ვითხოვ სათვალთავლო კამერების ჩანაწერსაც, ადვოკატსაც ავიყვან და ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა გარდაცლილის მამამ რომან შენგელიამ.

წაიკითხეთ: "კრწანისის" ბაზასთან მოკლული ახალგაზრდის დედა - "ქათმის მოკვლის ეშინოდა, რა იარაღი უნდა ჰქონოდა?"

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ წვრთნებისა და სამხედრო განათლების ცენტ "კრწანისში" მომხდარ შემთხვევაზე დღეს კომენტარი გააკეთა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ცენტრში უკანონოდ შეჭრას.

"ადგილი ჰქონდა ცენტრში უკანონოდ შეჭრას. 3 პიროვნება ცდილობდა უკანონოდ შეჭრილოყო, რასაც მოჰყვა კანონიერი რეაგირება გუშაგისგან. კერძოდ, მან ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ როდესაც უკვე თავდასხმის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ჰაერშიც გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მაგრამ თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა", - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ, 23 წლის გიორგი შენგელიას ოჯახის მტკიცებას, რომ მას იარაღი არ ექნებოდა, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა იარაღი.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ