ნატანებში მოხუცი დააყაჩაღეს - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

ნატანებში მოხუცი დააყაჩაღეს - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული დ.ხ., 1998 წელს დაბადებული შ.ჟ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებული ერთ-ერთი ბრალდებული, ორ თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში, ერთ-ერთი თავდამსხმელის სახლში დააკავეს.

პოლიციამ გატაცებული მობილური ტელეფონი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით

და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ