რა ეტაპზეა გამოძიება მორაგბეების ავარიის საქმეზე - პროკურატურის უახლესი ინფორმაცია

რა ეტაპზეა გამოძიება მორაგბეების ავარიის საქმეზე - პროკურატურის უახლესი ინფორმაცია

ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე ზაფხულში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე კი დაშავდნენ, ავტოტექნიკური ექსპერტიზაა დანიშნული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება საქმეზე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.

"საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება", - აცხადებენ პროკურატურაში.

2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც გარდაიცვალა.

ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილი რაგბის მოედანზე გამოჩნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

წაიკითხეთ: "მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მეგობარი ავარიის უცნობი დეტალის შესახებ წერს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ