გიგა შენგელიას მამის კომენტარი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ

გიგა შენგელიას მამის კომენტარი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ

რა კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე და ახლა დაველოდები გამოძიების შედეგებს, - ამის შესახებ "კრწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა რომან შენგელიამ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შენგელიამ აღნიშნა, საქმის ვითარებაში გარკვევისას დარწმუნდა, რომ სროლა ბაზის ტერიტორიაზე მოხდა, მისი შვილის გვამი კი გარეთ იყო ნაპოვნი.

"დავათვალიერე ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვითარებაში გამარკვიეს. რაც კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და დაველოდები გამოძიების შედეგებს. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე მივიღე პასუხი. ფაქტია, ზურგიდან აქვს ნასროლი, ტერიტორიიდან მირბოდა და ზურგში მოხვდა ტყვია", - განაცხადა რომან შენგელიამ.

რაც შეეხება იარაღს, როგორც გარდაცვლილის მამამ აღნიშნა, მას ანახეს სურათი, სადაც ე.წ. "გაზის პისტოლეტი " იყო დაფიქსირებული. მისივე თქმით, გიგა შენგელიას თანმხლებ პირებზე, მეორე შვილსა თუ სხვა დეტალებზე მისთვის ამ ეტაპზე არაფერი უკითხავთ და, სავარაუდოდ, ამ საკითხებზე კითხვებს მისი დაკითხვისას დაუსვამენ, რომელიც "კრწანისის" სასწავლო ცენტრის დათვალიერების შემდეგ სამხედრო პოლიციაშია დაგეგმილი.

რაც შეეხება დამოკიდებელი ექსპერტიზისა და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნას, როგორც რომან შენგელიამ აღნიშნა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ის დღეს მიიღებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ