"თავი გახეთქილი აქვს, ტანი - ჩალურჯებული, რა უქნეს არ ვიცით..." - რა გახდა "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში 59 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი?

"თავი გახეთქილი აქვს, ტანი - ჩალურჯებული, რა უქნეს არ ვიცით..." - რა გახდა "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში 59 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი?

59 წლის ქეთევან ჩირიკაშვილი "ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ სიკვდილი გულის შეტევამ გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ცხედარი სახლში გადაასვენეს, გარდაცვლილის შვილმა აღმოაჩინა, რომ დედამისს თავი გატეხილი ჰქონდა და 12 ნაკერი ედო. ექიმებს ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლებისთვის მანამდე არაფერი უთქვამთ. ცხედარს სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილებზეც აღენიშნება. ოჯახის წევრებმა მომხდარის გასარკვევად პოლიციას მიმართეს.

VIDEO: გარდაცვლილის ქალიშვილი დეტალებზე საუბრობს

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში მცხოვრები ქეთევან ჩირიკაშვილი "ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 24 ოქტომბერს მოათავსა. პაციენტი კარდიოინტენსიურ განყოფილებაში დააწვინეს. პაციენტის შვილის თამარ ჩირიკაშვილის თქმით, იმავე დღეს, მკურნალმა ექიმმა რამაზ თევზაძემ მას უთხრა, რომ დედამისს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, გულის სარქველებთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

"მითხრა, რომ გამოკვლევის პასუხებს ჩაფიძის კლინიკაში გავაგზავნით, იქიდან პასუხს დაველოდებით და მერე ვისმჯელოთო. მეორე დღეს, სამშაბათს, დედას სანახავად რომ მივედი კლინიკაში, ექიმს ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვიყავით თუ საჭირო იყო დედა რეანომობილით თავად გადაგვეყვანა თბილისის კლინიკაში. გვითხრა, რომ დაახლოებით 20 ათასი ლარი დაგვჭირდებოდა საოპერაციოდ, რადგან სახელმწიფო ოპერაციის ხარჯებს სრულად არ აფინანსებდა. სამშაბათს დედა ვნახე, ჩავაცვი, ვაჭამე, ტუალეტში გავიყვანე, ვისაუბრეთ. დაახლოებით საათნახევარი მასთან ვიყავი. არც ექიმს და არც ექთანს ყურადღება არ მოუქცევიათ, გვერდით ოთახში კამპანია ჰქონდათ და ქეიფობდნენ.

მეორე დღეს, ოთხშაბათს კვლავ მივედი საავადმყოფოში. მინდოდა გამეგო, გააგზავნეს თუ არა ანალიზის პასუხები თბილისში და რა გადაწყვეტილება მიიღეს. დაცვამ პრობლემა შემიქმნა, ზემოთ სართულზე არ ამიშვეს. არადა, წინა დღეებში ასეთი პრობლემა არ შეუქმნიათ. მაინც მოვახერხე და ექიმს სამუშაო ოთახში მივაკითხე. მითხრა, დედაშენი ავად გახდა, მაგრამ ახლა კარგად არის, არ ინერვიულოო. რა მოხდა, ავად რატომ გახდა მეთქი? დამამშვიდა. რამდენიმე საათის შემდეგ დამიძახეს, ამიყვანეს მეორე სართულზე. ექიმმა მითხრა, დედაშენს გული გაუჩერდა და რეანიმაცია გამოვიძახეთ, ვცდილობთ დავეხმაროთო. დაახლოებით 10 წუთი არ იყო გასული და მითხრეს, გარდაიცვალაო. მე ავად გავხდი. საავადმყოფოდან გათიშული წამომიყვანეს. იმ დღეს დედა ვეღარ ვნახე“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის შვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ