"მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია

"მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია.

მისი თქმით, დაჭრილი ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მძიმე მდგომარეობაში არ არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაული გახსნილია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ბახტრიონზე, წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" ორი მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.

დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ