ვიდეოზე, რომელშიც მოხუცზე ძალადობაა ასახული, გამოძიება დაიწყო - შსს-ს კომენტარი

ვიდეოზე, რომელშიც მოხუცზე ძალადობაა ასახული, გამოძიება დაიწყო - შსს-ს კომენტარი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც ასახულია, როგორ შეურაცხყოფენ ახალგაზრდები მოხუც ქალს, გამოძიება დაიწყო.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულეი არიან პირები, ვინც ვიდეოკადრებში ფიგურირებენ.

"უკვე მოხდა მათი გამოკითხვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფეისბუქისს გვერდზე გააკეთა კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ: "ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება!

ბევრმა ნახა ვიდეოჩანაწერი, სადაც ხანდაზმულ ადამიანს, წინასწარი მონაცემებით, მისივე ოჯახის წევრები პნევმატური იარაღიდან ესვრიან...

ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევა, შესაბამისად, გადაკვალიფიცირდა - 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს - გზავნილი პოტენციური მოძალადეებისთვის!" - წერს პერტაია.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აწვალებს ორი ახალგაზრდა მოხუც ქალს. როგორც ირკვევა, ვიდეო იმერეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და youtube-ზე მარტშია ატვირთული. ვიდეოს მობილურით გოგონა იღებს, რომელიც მოხუცის შვილიშვილია. მეორე კი, ახალგაზრდა ბიჭი კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს. კადრში ჩანს, როგორ ხალისობენ და იცინიან ახალგაზრდები მოხუცი ქალის რეაქციებზე, რომელიც სთხოვს შვილიშვილებს ძალადობა შეწყვიტონ.

ვიდეოს ფეისბუქზე მწვავე კომენტარები მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები სამართალდამცველებისგან სწრაფ რეაგირებას და მოძალადე ახალგაზრდების სათანადო დასჯას მოითხოვენ.

წაიკითხეთ: მოხუცზე ძალადობის ამაზრზენი ვიდეო, რომელმაც ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა: "ვინ გაზარდა ეს მხეცები?!"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ