არასრულწლოვანზე ძალადობის შემზარავი ფაქტი იმერეთში - "ქმარმა ნეკნები დაულეწა, თავში სულ ბოთლს ურტყამდა..."

არასრულწლოვანზე ძალადობის შემზარავი ფაქტი იმერეთში - "ქმარმა ნეკნები დაულეწა, თავში სულ ბოთლს ურტყამდა..."

29 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა. როგორც Ambebi.ge უწყების პრესსამსაუხრში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმხინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი სოფელში მცხოვრები 15 წლის გოგონას დედის ინფორმაციით, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა. როგორც ის ამბობს, მის შვილს მეუღლე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

გოგონას დედა topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ გაუგებარი მიზეზების გამო, შვილს, სიძე გაყინული ბოთლითა და ხელკეტით სცემდა.

"დედაჩემთან იყო ჩემი შვილი და ეს კაცი, იქვე ყოფილა ძმაკაცთან და იქ გაუცვნია ჩემს გოგოს. მერე მალვე მოიყვანა ცოლად. ამ ბიჭს ტუბერკულოზი ჰქონია, მაგრამ ამას არც თვითონ და არც მისი ოჯახის წევრები არ ამხელდნენ. ცოლის მოყვანიდან მალევე დაიწყო ჩემი შვილის წამება და არაადამიანური მოპყრობა. უმოწყალოდ სცემდა, ჩამოუყარა კბილები, დაულეწა ნეკნები, გაუტეხა ცხვირი, თავის არეში სულ ბოთლს ურტყამდა. მთელ ზურგზე სულ წიხლების კვალი ეტყობა. ექსპერტიზაზე, რომ მივიყვანეთ ექსპერტმა თქვა, რომ განზრახ სიკვდილის მოსპობა ჰქონდა ამ კაცს განზრახულიო,"- აცხადებს არასრულწოვანი გოგონას დედა.

იხილეთ ვიდეო: იმერეთში 15 წლის გოგონაზე მეუღლე სასტიკად ძალადობდა: "ჩამოუყარა კბილები, ჩაულეწა ნეკნი, "ტუბი" გადასდო"

"ტაქსის მძღოლი 9 წლის გოგონას სკოლაში ატარებდა და ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო" - ხონში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა

იმერეთში 10 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს