შსს-ში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

შსს-ში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, განცხადება 17:00 საათზე გაკეთდება.

არსებული ინფორმაციით, დედაქალაქში არასრულწლოვანი გოგონას მონაწილეობით შემზარავი მკვლელობა მოხდა. როგორც "კურიერი" იუწყება, მოკლულია შუა ხნის მამაკაცი, რომლის ფერფლიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის გოგონაა, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ