"დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო..." - ახალი დეტალები რიტუალურ მკვლელობაზე, რომელმაც საზოგადოება შეძრა

"დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო..." - ახალი დეტალები რიტუალურ მკვლელობაზე, რომელმაც საზოგადოება შეძრა

საზარელი დანაშაული, რომელიც თბილისში მოხდა, უფრო საშინლებათა ფილმის სცენარს ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს და ალბათ ვერც დავიჯერებდით შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია რომ არა.

ამ ცოტა ხნის წინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსიდან 76 წლის ქალბატონი ლუბა ყოჩიაშვილი დაიკარგა, რომელსაც მეუღლე და ნათესავები 19 ოქტომბრიდან ეძებდნენ. მისი სახლიდან დაუხმარებლად გასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგან ქალს ოპერაცია ცოტა ხნის გაკეთებული ჰქონდა და ლოგინიდან ადგომაც კი უჭირდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკარგული ქალის 18 წლის გოგონაზე ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილზე მას შემდეგ მიიტანეს ეჭვი, რაც დედის დაკარგვასთან დაკავშირებით დაკითხვისას, მისი სრულიად არაადეკვატური ქცევა ნახეს და პასუხები მოისმინეს. სავარაუდოდ, სწორედ მან აღიარა პირველად დედის მკვლელობა, თანამზრახველთა წრის დადგენა კი პოლიციას აღარ გასჭირვებია...

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ამ საზარელ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით, ქალიშვილის გარდა, დაკავებულია კიდევ 4 ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, ყველა დანარჩენმა კი, სავარაუდოდ, მკვლელობის უსაშინლესი დეტალები, უკვე გაუმხილა გამოძიებას. უშუალოდ მკვლელობათი თანამონაწილეობის ბრალდება სამ ადამიანს აქვს წაყენებული მათგან ერთ-ერთი მარიამ ყოჩიაშვილის შეყვარებული 23 წლის ბექა შენგელიაა, რომელიც, სავარაუდოდ, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა იყო და სექტანტური წრის ერთ-ერთი ლიდერიც. მკვლეობაში ბრალდებულთა შორის კიდევ ერთი გოგონაა, ორ ახალგაზრდას კი ჯერჯერობით დანაშაულის დაფარვა ბრალდება.

სავარაუდოდ, სამართლადამცავებს და კრიმინალისტ- ფსიქოლოგებს ბევრ რამეს მისცემს ამ ახალგაზრდების და მათ წრეში მოტრიალე ადამიანების "ფეისბუკგვერდების" შესწავლა, სადაც შავ-ბნელი ძალების თაყვანისცემის არაერთი ატრიბუტია თავმოყრილი, რაც ნორმალური ფსიქიკის ადამიანს, წესით, შეიძლება მხოლოდ ზარავდეს. ბექა შენგელია, მათ წრეში ცნობილია Sailer Gothes-ის სახელით, კიდევ ერთი მკვლელობაში ბრალებული ფბნიკად სახელს nina gothess-ს იყენებს. გამოძიების ინფორმაციით, ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი სწორედ ბექა შენგელიას მიერ ნაქირავებ ბინაში დაანაწევრეს. მანამდე კი...

ამონარიდი შსს-ს განცხადებიდან:

"სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს".

შსს აცხადებს, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ შესაძლოა დანაშაული შეიცავდეს კანბალიზმის ნიშნებსაც. მოკლედ, იმგვარი სისასტიკეა, წარმოდგენაც კი შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს. ვინ არიან ეს ადამიანები, რა წრეში გაიზარდნენ, რატომ გახდნენ საზოგადოებისთვის ასეთი საშიში? - ეს ის კითხვებია, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ