რა იპოვეს სამართალდამცველებმა ბექა შენგელიას სახლში და რა შემზარავ დეტალებს ყვება მეზობელი ბრალდებულების შესახებ

რა იპოვეს სამართალდამცველებმა ბექა შენგელიას სახლში და რა შემზარავ დეტალებს ყვება მეზობელი ბრალდებულების შესახებ

თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ საზოგადოება მიღებული შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ქალი მეგობრების დახმარებით სიცოცხლეს მისმა შვილმა გამოასალმა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული 5 პირი დააკავეს, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა რიტუალური იყო, გამოძიება კანიბალიზმის ვერსიასაც ამუშავებს.

შსს-ს ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშიკით გათიშეს, შემდგომ კი გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. საცხოვრებელი სახლი, რომელიც მთაწმინდაზე, ვეძინის ქუჩაზე მდებარეობს, შენგელიამ მკვლელობამდე სამი კვირით ადრე იქირავა.

იხილეთ პირველი კადრები სახლიდან, სადაც საზარლად მოკლული 76 წლის ქალი შვილმა მეგობართან ერთად დაანაწევრა

როგორც ცნობილია, შენგელიამ, გარდაცვლილის ქალიშვილმა ირმა ყოჩიაშვილმა და კიდევ ერთმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანმა ნინა ჩ.-მ პოლიციას ჩვენება სწორედ აღნიშნულ სახლში მისცეს და დეტალურად გაიხსენეს საზარელი დანაშაულის დეტალები.

AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი ვეძინის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც შენგელიას მეზობელს ესაუბრა. რესპონდენტის ვინაობას მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ:

"ამ ბიჭს (ბექა) კარგად არ ვიცნობდი, სამი კვირაა რაც ამ სახლში გადმოვიდა. რაიმე უცნაურობა არასდროს შემიმჩნევია. სახლის მეპატრონეს უთხრა, რომ დიზაინერი იყო და ერთ-ერთ სალონში სტილისტად მუშაობდა. როგორც მეზობლები ამბობენ, არავისთან ჰქონდა კონტაქტი, მე მეკონტაქტებოდა, ისიც გამარჯობით და უბრალო მოკითხვით შემოიფარგლებოდა. ბექასთან ერთად რამდენჯერმე ვნახე ის გოგო, ვინც დედა მოკლა.

- რაიმე უცნაური ხო არ შეგინიშნავთ ბექას ქცევებში ან ჩაცმულობაში, რაზეც ასევე ყურადღებას ამახვილებენ?

- განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია. გოგო ხშირად შავებში ჩაცმული დადიოდა, შავი ბატინკები ეცვა, შავი ხელთათმანები, ნახევარი თავი აპარსული ჰქონდა... ბიჭსაც მსგავსი ჩაცმულობა და სტილი ჰქონდა.

- ბრალდებულების აყვანა აქ მოხდა?

- აქ არ აუყვანიათ, პოლიცია ღამე მოვიდა და სახლის ჩხეკა დაიწყეს, მე და ჩემი მეგობარი ვიყავით და როდესაც ვიკითხეთ, რა ხდებოდა, არ გვითხრეს. მერე სახლის პატრონი მოვიდა და გავიგეთ მკვლელობის შესახებ. როგორც მაშინ თქვეს, ქალი აკუწეს, დაჭრეს, ნახევარი შიგნეულობა შეჭამეს, ნახევარი ეზოში საერთო ტუალეტში ჩარეცხეს, დანარჩენი კი ნაგავსაყრელზე წაიღეს და დაწვეს. ბექა დაკავებამდე ბოლო სამი დღე არ გამოჩენილა და მეოთხე დღეს დაიჭირეს. როგორც გვითხრეს, ამ სახლიდან 31 სამხილი გაიტანეს - ნიჟარა, ქვაბი, ტაფა, სისხლიანი ნაჭრები, დანა და მსგავსი რაღაცეები. ტუალეტის შემოწმება ვერ მოახერხეს, რადგან დაბეტონებულია, დანარჩენი ყველაფერი წაიღეს და სახლი დალუქეს.

- მკვლელობის ღამეს რამე გაიგეთ?

- მკვლელობის ღამეს ყველა სახლში ვიყავით. მამაჩემმა სიარულის ხმა გაიგო, ასევე კარის დაკეტვის და გაღების ხმა, სამზარეულოში შედიოდნენ ხშირად და დილის ექვსი საათისთვის ტაქსით წავიდნენ. როგორც ვიცი, სამნი იყვნენ, ბექა და ორი გოგო (ირმა ყოჩიაშვილი, ნინო.ჩ)

- როგორც ვიცი, დაკავების შემდეგ სამი მათგანი სამართალდამცავებმა ჩვენების მისაცემად აქ მოიყვანეს, რას ამბობდნენ?

- დაკავების შემდეგ, პირველად ბექა და ირმა მოიყვანეს, მეორე დღეს არასრულწლოვანი გოგო (ნინა.ჩ). ბექამ ირონიულად უთხრა სახლის პატრონს, არ ინერვიულო ქირის ფულს ჩემები გადაგიხდიანო. მერე ის გოგო ამოიყვანეს (ირმა.ყ) და აქ თქვა, დედაჩემს სიამოვნებით დავაჭერი ის თითები, რომლითაც თმას მაწიწკნიდა და მირტყამდაო. ის არასრულწლოვანი გოგო ჩვეულებრივად საუბრობდა თუ როგორ მიიღო მონაწილეობა გვამის დაჩეხვაში. დედამისიც ესწრებოდა ჩვენების მიცემის პროცესს, ცუდად გახდა, ფერი არ ქონდა, მაგრამ მას (ნინა.ჩ) ამაზე რეაცია არ ჰქონია.

- მას შემდეგ ვინმე იყო მოსული?

- არა, არავინ ყოფილა, მაგრამ ძალიან შეშინებულები ვართ. გარეთ ვერ გავდივარ, ვერ ვიძინებ, სულ მგონია, რომ უკან ვიღაც მიდგას.

ნიკა საჯაია, AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ:

"თქვენმა საქციელმა... დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში" - რას წერს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას გულშემატკივარი

"იმდენად ვერ იტანდა დედას, უთქვამს, მოვკლათ და გავაქროთ, მკვდარიც არ მინდაო" - შემაძრწუნებელი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა