კახეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც დედასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა

კახეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც დედასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა

კახეთში მოხუც დედასთან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, შვილს 80 წლის დედასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა ჰქონდა, რის გამოც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, დანაშაულში ბრალდებული პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარის დეტალებს გამოძიება იკვლევს. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ტარდება ექსპერტიზები იმის დასადგენად, მოხდა თუ არა მოხუც ქალბატონთან სექსუალური კავშირის დამყარება და აღენიშნება თუ არა დაზარალებულს ძალადობის კვალი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ