თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. როგორც "ამბები.გე"-ს შსს-დან აცნობეს, 1974 წელს დაბადებული გ.ც. კანონიერი ქურდობის ბრალდებით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

"გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ გ.ც. ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია "კანონიერ ქურდად". სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გ.ც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ