"ცხედარი წელში გადაკეცა, გადასკოჩვაში გოგონები ეხმარებოდნენ" - რას ჰყვებიან ფარულ ჩანაწერებში საზარელ მკვლელობაში ბრალდებულები

"ცხედარი წელში გადაკეცა, გადასკოჩვაში გოგონები ეხმარებოდნენ" - რას ჰყვებიან ფარულ ჩანაწერებში საზარელ მკვლელობაში ბრალდებულები

სამართალდამცავები სადისტურად მოკლული 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის დეტალებს ისევ არკვევენ. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულები არიან: მოკლულის 18 წლის ქალიშვილი ირმა ყოჩიაშვილი, მისი შეყვარებული, 23 წლის ბექა შენგელია და 17 წლის ნინა ჩ. მათთან ერთად დააკავეს ბექა შენგელიას მამიდაშვილი დათა კვარაცხელია და შენგელიას თანაკლასელი ავთანდილ ამირანაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. ბექა შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილმა ერთმანეთი "ფეისბუკით" გაიცნეს, ნინა ჩ. კი ბექამ თეატრში გაიცნო და მალე სამივე დამეგობრდა.

21 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდგომ 57 წლის ლუბა ყოჩიაშვილმა გოგონა იშვილა და გარდაცვლილი ქალიშვილის სახელი, ირმა დაარქვა. როგორც ირმას­ ჩვენებით ირკვევა, მან 7 წლის ასაკში­ შეიტყო, ნაშვილები რომ იყო. ამბობს, დედა მცემდაო (*თუმცა ამას უარყოფს ბრალდებულის მამა). გარდაცვლილი შვილის სახელს მეძახდნენ და სულ მეუბნებოდნენ, გვინდა ირმასავით კარგად მოიქცე და პარალელს მასთან ავლებდნენო.

19 ოქტომბერს, როცა ომარ ყოჩიაშვი­ლი­ სამსახურში წავიდა, ყოჩიაშვილების ბინაში მივიდნენ ნინა ჩ. და ბექა შენგელია.­ გამოძიების ცნობით, მათ მოხუცი ჯერ ელექ­ტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი გაგუ­დეს. ბექა შენგელიას თქმით, გაგუდვის შემდეგ ცხედარი წელში გადაკეცა, გადასკოჩვაში კი გოგონები ეხმარებოდნენ. შემდეგ ცხედ­არი დიდ ჩანთაში ჩადეს და სადარბაზოს უკანა კარიდან გავიდნენ, რადგან იცოდნენ,­ რომ ცენტრალური გასასვლელის მხარეს ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული. ცხედარი მანქანის საბარგულში მოათავსეს და მთაწმინდაზე, ბექას ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. ადვოკატის თქმით, ბექა შენგელია დეტალურად ჰყვება, როგორ დაანაწევრა ცხედარი და გოგონების დახმარებით როგორ გაანაწილა ცელოფანის მოზრდილ პარკებში. გვიან ღამით ბრალდებულებმა ტაქსი დაიქირავეს და გლდანში, ყოფილ ნაგავსაყრელზე ცხედრის ნაწილები წინასწარ ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს და ბენზინი მოასხეს. გამთენიისას კი ტაქსით თემქაზე, იმ სახლში წავიდნენ, სადაც ბექას დედა და ძმა ცხოვრობენ. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ბექამ შინ პარკით ლუბა ყოჩიაშვილის გულ-ღვიძლი მიიტანა და მაცივარში შეინახა.

ჩვენ შემზარავი დეტალების აღწერისგან თავს შევიკავებთ. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ბრალდებულებმა დაადასტურეს ბექა შენგელიას მხრიდან კანიბალიზმის ფაქტი.

ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ ნინა სკოლაში დადიოდა, ძმის დაბადების დღეზე ტორტით ხელდამშვენებული მივიდა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა. არც ირმას ეტყობოდა შეშფოთება...

ლუბა ყოჩიაშვილის ნეშტი გაუჩინარებიდან მესამე დღეს მამაკაცმა იპოვა და საპატრულო პოლიციას აცნობა. დაჰკითხეს ყოჩიაშვილის მეუღლე და ქალიშვილი. სწორედ მამამ მიანიშნა, რომ ქალიშვილზე ეჭვობდა. ძალოვანებმა ირმასა და ბექას დაკითხვის შემდეგ მათზე თვალთვალი­ და მიყურადება დაიწყეს. ფარული მიყურადების ჩანაწერებში ჩანს, როგორ სიცილ-ხარხარში ჰყვებიან, რაც ჩაიდინეს. ამბობენ,­ როგორი სულელები არიან პოლიციელები, ვერ გვიჭერენო... განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: "ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემის "ტრუპი" ავიკიდეთო" - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულთა ჩვენების ახალი დეტალები

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა

თბილისში ახალგაზრდა ბიჭმა დედა მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა

რატომ იმატა სასტიკმა მკვლელობებმა საქართველოში?