თბილისში თინეიჯერის სიკვდილი სექტას უკავშირდება? - თვითმხილველები შარტავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე ყვებიან

თბილისში თინეიჯერის სიკვდილი სექტას უკავშირდება? - თვითმხილველები შარტავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე ყვებიან

თბილისში, შარტავას ქუჩის #43-ში არასრულწლოვანი გოგონას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მშენებარე კორპუსის სარდაფში აღმოაჩინეს.

ამჟამად 16 წლის გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. როგორც ჟურნალისტებს ადგილზე, შარტავას ქუჩის მცხოვრებმა ზაზა უგრეხელიძემ განუცხადა, იგი იცნობს გარდაცვლილის მამას და ოჯახის სხვა წევრებს.

უგრეხელიძის თქმით, გარდაცვლილის მამა ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე ხილს ყიდის.

როგორც მან განაცხადა, მშენებარე კორპუსის დაცვამ გუშინ ტერიტორიაზე მოზარდები შენიშნა და მოუწოდა ტერიტორია დაეტოვებინათ. უგრეხელიძის განმარტებით, ამის შემდეგ მოზარდები ტერიტორიიდან გავიდნენ, თუმცა დილით აღნიშნულ ადგილზე გარდაცვლილის და მოვიდა და სწორედ მან აღმოაჩინა მშენებარე კორპუსის სარდაფში 16 წლის დის ცხედარი.

ამასთან, ადგილზე მომუშავე პირები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტერიტორიაზე ხშირად გარკვეული სექტის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, რომლებიც "კატებს ატყავებდნენ".

მათივე ინფორმაციით, ერთი შეხედვით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ