მამაკაცი, რომლის დანაწევრებული ცხედარიც წუხელ ჩანთაში იპოვნეს, რამდენიმე კვირის მოკლულია - რას ყვებიან მეზობლები

მამაკაცი, რომლის დანაწევრებული ცხედარიც წუხელ ჩანთაში იპოვნეს, რამდენიმე კვირის მოკლულია - რას ყვებიან მეზობლები

ბოლქვაძის ქუჩის მცხოვრებლების ვარაუდით, მამაკაცი, რომლის დანაწევრებული ცხედარიც წუხელ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან, ჩანთაში აღმოაჩინეს, რამდენიმე კვირის მოკლულია.

როგორც აღნიშნული სახლის ერთ-ერთ მცხოვრები აცხადებს, მეზობელმა საგანგებო სიტუაციების სამსახურში მას შემდეგ დარეკა, რაც სუნმა შეაწუხა.

მისივე განმარტებით, თავდაპირველად იფიქრეს, რომ ეს გაზის სუნი იყო.

”პოლიციაში მეორე სართულის მეზობელმა დარეკა. იფიქრა, ქვემოდან ალბათ გაზის სუნი ამოდისო”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ბოლქვაძის ქუჩის მცხოვრებმა დავით იობაძემ, რომლის სახლთანაც შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეკითხვები დაუსვეს მას დაკითხვაზე, იობაძემ, რომელიც პოლიციის განყოფილებაში ღამით იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს არც გარდაცვლილზე და არც მომხდარ ფაქტზე და შესაბამისად, გამოძიებისთვის რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ მიუწოდებია.

”ჩვენ გვეუბნებოდნენ, ხშირად რატომ სვამთო, რატომ კინკლაობთო, ხმები ესმით მეზობლებსო, რომ უთანხმოება გაქვთო. მხოლოდ ამას გვეუბნებოდნენ”, - განაცხადა მან.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ