კიევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კიევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კიევის ოლქის პოლიციამ 42 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაში, კერძო მეწარმეებისთვის ფულის გამოძალვაში არის ეჭვმიტანილი, - იუწყება პოლიციის პრესსამსახური.

საქართველოს მოქალაქე 10 წლის განმავლობაში არალეგალურად იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე. ადრე ის დეპორტირებული იყო უკრაინიდან, თუმცა დაბრუნდა და განაგრძო თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

"პირადი ჩხრეკისას ოპერატიულმა მუშაკებმა ამოიღეს პისტოლეტი, ჟურნალისტის მოწმობა და სხვა დოკუმენტები, რომლითაც უკრაინის ტერიტორიაზე ეჭვმიტანილი სარგებლობდა", - აცხადებს პოლიციის პრესსამსახური.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე (პირველი ნაწილი) მუხლით (იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მიმართ უკანონო მოპყრობა).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ