დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე "მასტერას" დაკითხავენ

დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე "მასტერას" დაკითხავენ

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" დაიკითხება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დგებუაძის ადვოკატმა, ირაკლი გრძელიძემ განუხადა. ადვოკატის ინფორმაციით, დგებუაძე 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრებს და იმ რეალურ გარემოებებს გააცნობს სასამართლოს, თუ რა ვითარებაში მოხდა 3 ახალგაზრდის გარდაცვალება.

გიორგი დგებუაძესთან ერთად საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაიაა ბრალდებული. მათ ბრალად განზრახ მკვლელობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას, გიორგი მაზმიშვილის, ლევან და მეგის ქარდავების მიმართ.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცია 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთეს. საქმეზე ახალი გამოძიება 2012 წლის შემდეგ დაიწყო, რის შედეგადად რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ