ვინ არის სპარტაკ ჯაფარიძე, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ეძებს და რა აკავშირებდა მას მიხეილ სააკაშვილთან?!

ვინ არის სპარტაკ ჯაფარიძე, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ეძებს და რა აკავშირებდა მას მიხეილ სააკაშვილთან?!

უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, 29 ნოემბერს, ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ასობით ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი.

დაკავებულებს ყაჩაღობის გარდა, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ შემდეგი მუხლებით: დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ფულის გათეთრება. ზოგიერთ მათგანს კი ბრალი წარედგინება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვისა და საბუთების გაყალბების ბრალდებებით.

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა "დოიჩე ველესთან" საუბარში განაცხადა, რომ ესპანეთში ბინების ძარცვა არ ითვლება მძიმე დანაშაულად და ჩვეულებრივ დამნაშავეებს სასამართლომდე ათავისუფლებენ, მაგრამ მისი თქმით, ქართველების შემთხვევაში, ისინი დაკავებულები იქნებიან, რადგან არსებობს საშიშროება, რომ გამოძიებას დაემალებიან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეს ეძებს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რუსული წყაროების ცნობით, ესპანელი სამართალდამცავები სწორედ მას მიიჩნევენ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელად. ესპანეთის პოლიცია მას "კანონიერ ქურდს" და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს უწოდებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ იმასაც, რომ ის შესაძლოა, იტალიაში იმალებოდეს.

ვინ არის სპარტაკ ჯაფარიძე?

როგორც რუსული საიტები წერენ, ის 1971 წლის 19 იანვარს დაიბადა. სამივე ძმა ჯაფარიძეები კრიმინალური სამყაროს წევრები იყვნენ, მათგან სპარტაკი და ბესო ჯაფარიძეები "კანონიერ ქურდებად" მიიჩნევიან. ის ორჯერ 2001 და 2007 წელს დააკავეს უკრაინაში, უკანასკნელი დაკავებისას მისი დეპორტაცია განხორციელდა და ის ქართულ მართლმსაჯულებას გადასცეს. რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ, სპარტაკ ჯაფარიძე ავადმყოფობის გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ეს მისი მესამე პატიმრობა იყო. როგორც ამბობენ, ის გათავისუფლებისთანავე თურქეთში წავიდა, იქიდან კი - საბერძნეთში. როგორ და რა აკავშირებს ესპანეთში მომხდარ ქურდობებთან, ამის გარკვევას ესპანელი სამართალდამცავები შეეცდებიან... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ