უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ილიჩევსკის საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტში უკრაინელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ოდესის სასაზღვრო რაზმის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბომავალ „Greifswald“-ის მგზავრების რეგისტრაციისას, რომელიც ბათუმიდან ჩავიდა, საპასპორტო კონტროლისას საქართველოს მოქალაქემ საზღვარგარეთის პასპორტი წარმოადგინა, რომელშიც 200 აშშ დოლარი იყო მოთავსებული. ამგვარად, საქართველოს 35 წლის მოქალაქე შეეცადა მესაზღვრის მოსყიდვას, რათა მისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას წინააღმდეგობა არ შეექმნათ.

კანონდამრღვევს უარი ეთქვა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე და მას სამი წლით აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს უკვე ეცნობათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ