"პოლიციას თვითონ ჩაბარდა, უთქვამს ქალი მოვკალი, 7 ტყვია ვესროლეო" - სენაკში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"პოლიციას თვითონ ჩაბარდა, უთქვამს ქალი მოვკალი, 7 ტყვია ვესროლეო" - სენაკში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

რამდენიმე დღის წინ, სენაკში მკვლელობა მოხდა, სადაც შუახნის ქალი - ეკა ფარულავა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული, ასევე სენაკის მკვდრი, ქეთევან ლომაია, უკვე დააკავეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობის მიზეზი ვალია. ეკა ფარულავას ქალიშვილის განცხადებით, დედა ხშირად ახსენებდა ამ ვალს და წუხდა, რომ გადახდას ვერ ახერხებდა. მისი თქმით, მკვლელობის დღეს დედამისმა ბაზარში, სადაც წვრილმანებს ყიდდა, დაიბარა, რომ მევალესთან შესახვედრად მიდოდა, საიდანაც ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა.

რესპონდენტი, რომელიც გვესაუბრა, ამბობს, რომ გადაცვლილს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა, თავის რჩენას ძლივს ახერხებდა:

- საწყალ ეკას დალხინებული ცხოვრება რომ ჰქონოდა, ცხადია, ვალს არ აიღებდა, ძალიან უჭირდა და იმიტომაც მოჰკიდა იმ ადამიანის ფულს ხელი. თავის დროზე, საკმაოდ წელში გამართული ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან გაუჭირდა. გარდაცვლილს 3 შვილი ჰყავს, ქალიშვილები და ვაჟი. ეკა წვრილმანებით ვაჭრობდა სწორედ ამ წვრილმანების ვაჭრობისთვის ისესხა 2500 ლარი ქეთევან ლომაიასაგან და პურის ფულს როგორღაც ვაი-ვაგლახით შოულობდა.

- ალბთ გარდაცვლილს ვალი დიდი ხნის აღებული ჰქონდა.

- დიახ. მაგრამ სულ ცდილობდა, როგორმე ფული შეეკოწიწებინა და ვალი გაესტუმრებინა. ვერ ახერხებდა, ხშირად ამბობდა, - საიდან ვიშოვო, ეს დასაწვავი ფულიო, მგონი, ეშინოდა კიდეც მევალის, თუმცა თუ მოკლავდა, ამას ვერ იფიქრებდა ალაბათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ