ირაკლი გედენიძე - აღიარების სანაცვლოდ იყო მუქარა ჩემი მცირეწლოვანი შვილების მიმართ

ირაკლი გედენიძე - აღიარების სანაცვლოდ იყო მუქარა ჩემი მცირეწლოვანი შვილების მიმართ

დავით დევნოზაშვილი პირად კონტაქტში იყო ჩვენთან ისევე, როგორ დანარჩენ ფოტოგრაფებთან, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც გედენიძემ აღნიშნა, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი მასზე და მის მეუღლეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას პირადად ახორციელებდა.

"დავით დევნოზაშვილი პირად კონტაქტში იყო ჩვენთან ისევე, როგორც დანარჩენ ფოტოგრაფებთან და როგორც ჩემზე, ასევე ჩემს მეუღლეზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აღიარების სანაცვლოდ იყო მუქარა ჩემი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, რომ საფიქრალი დრო მქონდა, რათა მათ მომავალზე მეფიქრა, როგორ გაიზრდებოდნენ ისინი, რამე ხომ არ დაემართებოდათ, როდესაც სკოლიდან სახლში წავიდოდნენ. მაგრამ გამტეხა იმ ფოტომ, რომელიც ჩემს მეუღლეს ეხებოდა და ჩემი პირადი არქივიდან ამოიღეს. ამან განაპირობა ჩემი აღიარება", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

როგორც ფოტორეპორტიორმა აღნიშნა, ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულების მიზანი საქმის დამკვეთის გარკვევაა. ირაკლი გედენიძის თქმით, ისინი სამაგალითოდ დაისაჯნენ, რადგან 2011 წლის 26 მაისის ფოტოებმა სერიოზულად შეარყია ყოფილი ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯი.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. კერძოდ, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ