ქუთაისში მამამ შვილი სკოლაში მოსწავლეების თვალწინ სცემა - მოძალადე მშობელი დაკავებულია

ქუთაისში მამამ შვილი სკოლაში მოსწავლეების თვალწინ სცემა - მოძალადე მშობელი დაკავებულია

ქუთაისში მამაკაცი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის ცემაშია ბრალდებული. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 32-ე სკოლაში მოხდა, სადაც მამამ შვილი სკოლაში მოსწავლეების თვალწინ სცემა.

მამის გაღიზიანება პედაგოგების მხრიდან შვილის უარყოფით დახასიათებას მოჰყვა. სამართალდამცველებმა მამა პოლიციაშიც დაიბარეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს პოლიციელებმა ღამის საათებში შვილების ქუჩაში ხშირად ყოფნის შესახებ აცნობეს. აღნიშნულის შემდეგ მამამ სკოლის ეზოში მეცხრეკლასელი შვილი სცემა.

პოლიციის თანამშრომლებმა მამა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ