დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"კანონიერი ქურდობის" ბრალდების ნაწილში სასამართლომ დავით გერლიანი-ჩაჩიბაია გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაში ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო 15 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თუმცა მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებით, მხედველობაში იქნა მიღებული ის, რომ ბრალდებული სასამართლოს განხილვების მიმდინარეობისას წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარიმის ოდენობა 6 500 ლარამდე შემცირდეს. დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივროს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათთვის მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან, როგორც დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას ინტერესების დამცველმა თამარ აბესაძემ განაცხადა, ბრალდებულის წინააღმდეგ არც ერთ ეპიზოდში არ არსებობდა მტკიცებულება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ