შსს ყველა პოლიციელისთვის პლანშეტური კომპიუტერის შეძენას გეგმავს

შსს ყველა პოლიციელისთვის პლანშეტური კომპიუტერის შეძენას გეგმავს

შსს ყველა პოლიციელისთვის პლანშეტური კომპიუტერის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ყველა პოლიციელის პლანშეტური კომპიუტერით აღჭურვა სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოსთვის მოხდება, რის შემდეგაც შსს-ში საქმის წარმოება სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადავა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამჟამად პლანშეტების შერჩევა მიმდინარეობს.

როგორც ხუციშვილმა განაცხადა, უკვე არსებობს ელექტრონული პროგრამა, რომელშიც 112-ში შესული ნებისმიერი შეტყობინება, პოლიციაში შესული საჩივარი, თუ პოლიციის მიერ დაფიქსირებული დარღვევა ვარდება. პროექტი ამჟამად საპილოტე რეჟიმში სამ წერტილში გორში, რუსთავსა და თბილისის ერთ-ერთ რაიონში, კერძოდ დიდუბეში ხორციელდება, თუმცა როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს თებერვლიდან შსს რამდენიმე რაიონის დამატებას გეგმავს.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა ელექტრონული პროგრამის თანახმად, მას შემდეგ რაც შეტყობინება პოლიციის შიდა სამუშაო სისტემაში დარეგისტრირდება, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ავტომატურად იღებს ამ შეტყობინებას მობილურ მოწყობილობაზე და იწყებს რეაგირებას. პროგრამას თან ერთვის რუკა, სადაც ჩანს რა სახის მოქმედება ხორციელდება პოლიციის მხრიდან.

"ანუ ჩვენ მარტო ის კი არ გვეცოდინება რა მოხდა დღეს, არამედ რეალურ დროში ვუყურებთ სად, რამდენი საქმე და რეაგირების რა რეჟიმი გვაქვს. ჩვენს თავს შევაფასებთ არამხოლოდ იმით, თუ რამდენი დანაშაული მოგვიხდა, არამედ იმით, თუ რამდენად სწრაფად მოვახდინეთ რეაგირება, რას აკეთებს ის ხალხი, ვინც კონკრეტულ რაიონში იმყოფება, საუბარი მაქვს პოლიციაზე. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი პასუხისმგებელი იქნება ამის ყოველდღიურ ანალიზზე", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ამ პროგრამის საშაულებით ასევე მოხდება იმ ინციდენტების სიხშირის გამოთვლა, რომელზეც პოლიციას რეაგირება უწევს, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ამის საშუალებით დაიგეგმებ პრევენციული ზომები. შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის შექმნაა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ