საფინანსო კომპანია "საქართველოს" საქმე: ადვოკატები გირაოს ითხოვენ, პროკურატურა პატიმრობას, დაზარალებულები - ფულს

 საფინანსო კომპანია "საქართველოს" საქმე: ადვოკატები გირაოს ითხოვენ, პროკურატურა პატიმრობას, დაზარალებულები - ფულს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საფინანსო კომპანია "საქართველოს" ხელმძღვანელების სასამართლო პროცესი იმართება. სხდომათა დარბაზთან შეკრებილები არიან კომპანიის მიერ დაზარალებული მოქალაქეები, რომლებიც სხდომათა დარბაზში შესვლას და პროცესზე დასწრებას ითხოვენ. თუმცა, მანდატურები, იქიდან გამომდინარე, რომ დარბაზში ადგილი აღარ არის, მოქალაქეებს დარბაზში არ უშვებენ, რასაც მათი უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, აუნაზღაურდეთ და მიიღონ კუთვნილი თანხა.

"საქართველოს" დირექტორის, თამაზ ლობჟანიძისადმი და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველის, მერაბ ფერაძისადმი პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

საქმის პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა რომ, საქმე საკმაოდ მოცულობითია და მასში არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე წერილობითი მტკიცებულებები.

"ჩვენ ვითხოვთ ლობჟანიძისა და ფერაძის მიმართ გამოყენებული იყოს აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა. საქმეზე დაკითხულია 1400 დაზარალებული, ასევე, საქმეში არის წერილობითი მტკიცებულებები, სადაც დგინდება ბრალდებულების დანაშაული", - განაცხადა ვანო ოქროპირიძემ.

საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი კი ორივე ბრალდებულისთვის 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას. ადვოკატ თამარ წერეთლის თქმით, არც თამაზ ლობჟანიძის და არც მერაბ ფერაძის მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან გამოძიება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და ბრალდებულები მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოძიებასთან თანამშრომლობენ. ამასთან, ბრალდებულების მიერ შეუძლებელია მოწმეებზე ზეწოლა, რადგანაც საქმეში 2600-მდე პირი ფიგურირებს.

ადვოკატის განცხადებით, მერაბ ფერაძემ თანხები საფინანსო კომპანიისგან ისესხა, რათა ბიზნეს საქმიანობა ეწარმოებინა, ეს კი, მისი თქმით, დევნის საფუძველი ვერ გახდება.

დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდება არ იზიარებს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულების შემაკავებელი ღონისძიება 10 ათასი ლარი ვერ იქნება, რადგან რამდენიმე მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული. ბრალდება აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

წაიკითხეთ; საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორს და ფაქტობრივ მმართველს პატიმრობა შეეფარდათ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ