ოზურგეთში 20 წლის ბიჭმა 42 წლის მამაკაცი მოკლა

ოზურგეთში 20 წლის ბიჭმა 42 წლის მამაკაცი მოკლა

ოზურეგთში 42 წლის მამაკაცი 20 წლის ახალგაზრდამ მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული უკვე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ახლობელს - 1974 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს, მისსავე სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჭრელი საგნით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ