"ერთადერთი რაც ვიფიქრეთ, შეიძლება თბილისში ითამაშა და წააგო..." - პოლიციელის თვითმკვლელობის დეტალები

"ერთადერთი რაც ვიფიქრეთ, შეიძლება თბილისში ითამაშა და  წააგო..." - პოლიციელის თვითმკვლელობის დეტალები

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომში პოლიციის თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავდაპირველად ითქვა, რომ თითქოს ეს ის პოლიციელი იყო, ვინც ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილს არანაირი კავშირი ზემოთხსენებულ კონფლიქტთან არ ჰქონია. 40 წლამდე ასაკის ზურაბ ლომიძე ძალოვან უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. ოჯახის ახლობლის თქმით, 2013 წელს წავიდა უწყებიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ისევ აღადგინეს.

ნინო, გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი:

- ზურა რამდენიმე დღით თბილისში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე იყო წასული. ზუსტად იმ დღეს ჩამოვიდა ბორჯომში, სახლში მივიდა, ოჯახის წევრები მოიკითხა, შემდეგ კი გაუჩინარდა. ძალიან რომ დააგვიანდა, ოჯახის წევრებმა მოიკითხეს, ძებნა დაიწყეს და ასეთ მდგომარეობაში იპოვეს... ერთი შეხედვით, ყველაფერი თვითმკვლელობას ჰგავს, თოკზე იყო ჩამოკიდებული, თუმცა ახლობლები ვერაფრით ვხსნით ეს რატომ უნდა ჩაედინა. იმედია, გამოიძიებენ ყველაფერს, გაიგებენ რამ მიიყვანა აქამდე.

- მაინც რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

- არ ვიცით, თავიდან ითქვა, რომ ბორჯომში მომხდარ ფაქტში იყო გარეული, ჟურნალისტის ცემას ვგულისხმობ, მაგრამ იმ პოლიციელის იდენტიფიცირება უკვე მოხდა, - ის გვარად ხუციშვილია... გარდა ამისა, ზურა სხვანაირი ტიპი იყო... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ