ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ციალა რატიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბოლო ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი მკვლელობის ნაწილშიც გაამტყუნა და 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კოჭლაშვილი ორი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანებაში, კერძოდ, სახლისთვის ცეცხლის წაკიდების ეპიზოდში სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განზრახ მკვლელობაში კი გაამართლა. თუმცა უზენაესმა სასამართლომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები არ გაიზიარა და ბრალდებული მკვლელობის ნაწილშიც გაამტყუნა.

"უზენაესი სასამართლოს დასაბუთება ჩვენ არ მოგვისმენია, თუმცა ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საქმეში უტყუარი მტკიცებულებები იყო, რომელიც ადასტურებდა, რომ განზრახ მკვლელობას ჰქონდა ადგილი და არა აუცილებელ მოგერიებას", - აღნიშნა ციალა რატიანმა.

კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მძიმე სასჯელმა ნაკლებად მძიმე სასჯელი შთანთქა და საბოლოო ჯამში, ბრალდებულს 10-წლიანი მსჯავრი დაედო.

საბი ბერიანი 2015 წლის 11 ნოემბერს საკუთარ ბინაში მოკლეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ