ბათუმში "სანტა კლაუსმა" მაღაზიიდან 40 000 ლარი გაიტაცა

ბათუმში "სანტა კლაუსმა" მაღაზიიდან 40 000 ლარი გაიტაცა

ბათუმში, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა. ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქულ სუპერმარკეტ "იალჩინში" კარზე მამაკაცმა ღამის 00:00 საათზე, იმ დროს დააკაკუნა, როცა ახალი წლის დადგომას ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

როგორც AMBEBI.GE-ს მაღაზიის მიმდებარედ მცხოვრებლებმა განუცხადეს, სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სუპერმარკეტის თანამშრომლებს უთხრა, რომ ახალი წლის მისალოცად მივიდა, კარის გაღების შემდეგ კი, მან იარაღის მუქარით ფული მოითხოვა.

"როგორც კი ფოიერვერკებით ახალი წლის დადგომის აღნიშვნა დაიწყო, კარზე დააკაკუნა სანტას ფორმიანმა ახალგაზრდა კაცმა. ახალ წელს გილოცავთო, გაუღეს კარი, შევიდა მაღაზიაში, ჯერ ახალი წელი მიულოცა თანამშრომლებს, მერე კი იარაღი ამოიღო, ფულს თუ არ მომცემთ გესვრითო. თანამშრომლები პანიკაში ჩავარდნენ, სალაროში არსებული 40 ათას ლარამდე თანხა მისცეს", - აცხადებენ ადგილობრივები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა "სისხლის სამართლის კოდექსის" 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ჯერ დაკავებული არ არის.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ