კონკურენციის სააგენტოში Booking.com-ის წინააღმდეგ განცხადება შევიდა

კონკურენციის სააგენტოში Booking.com-ის წინააღმდეგ განცხადება შევიდა

კონკურენციის სააგენტოში სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პორტალ Booking.com-ის წინააღმდეგ განცხადება შევიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კონკურენციის სააგენტოში განუცხადეს, Booking.com-თან დაკავშირებით სააგენტოს ა(ა)იპ კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა მიმართა.

ცენტრის წარმომადგენელი სოლომონ მენაბდიშვილი მიიჩნევს, რომ booking.com-ის მიერ ადგილი აქვს "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) სავარაუდო დარღვევას.

კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, განხორციელდა Booking.com-ის ქართულ წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, პოზიციის გამოთხოვა, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებაზე მოწვევა და ასევე მოხდა მოკვლევის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის 2 კვირით გაგრძელება.

"კონკურენციის სააგენტომ 10 იანვრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაიწყება თუ არა მოკვლევა Booking.com-თან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული სიტუაციის შესწავლა - რამდენად გონივრული ეჭვი არსებობს და ა.შ. ამასთან, ხვალ "სკაიპით" ერთვება Booking.com-ის წარმომადგენლი და 10 იანვრამდე გადაწყდება კონკურენციის სააგენტო დაიწყებს თუ არა მოკვლევას", - განაცხადეს კონკურენციის სააგენტოში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ