ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი 5-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი 5-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ჯემალ დუმბაძე წინასწარი პატიმრობიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა ედება ბრალადად. იგი 2016 წლის 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ბრალდებულმა წარდგენილი ბრალი აღიარა.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. დირექტორის თანამდებობაზე გუშინ ოფიციალურად ლევან გორგილაძე დაინიშნა, იგი ბოლო პერიოდში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ