გიგი უგულავა - ჩემს ნათქვამს ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს, თითქოს ბრალი ვაღიარე - ამას პატიმრობის მესამე წელს არავინ აკეთებს

გიგი უგულავა - ჩემს ნათქვამს ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს, თითქოს ბრალი ვაღიარე - ამას პატიმრობის მესამე წელს არავინ აკეთებს

თბილისის ყოფილი მერი, ე.წ. მატროსოვის ციხიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე ბრალის აღიარებას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც უგულავამ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ინფორმაცია, თითქოს მან ბრალი აღიარაა, რეალობის არასწორი ინტერპეტაციაა.

"2013 წელს ეს ხალხი - 600 თუ 700-მდე ადამიანი "თბილსერვის ჯგუფში" ჩემი თანხმობით დასაქმდა და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რაზე ვლაპარაკობ, რადგან ამას მოჰყვა არასწორი ინტერპეტაცია. ეს ხალხი ჩემი თანხმობით დასაქმდა და აბსოლუტურად უზნეო უნდა ვიყო, რომ ხელი ჩემი მოადგილეებისკენ გავიშვირო. პირიქით, მე რომ საერთოდ არაფერ შუაში ვყოფილიყავი, მაინც ვეტყოდი ჩემს თანამშრომლებს, რომ "ინტერესის საგანი მე ვარ და შეგიძლიათ ჩემსკენ გამოიშვიროთ ხელი". ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო ყველაფერი - კარგიც და ცუდიც. რა თქმა უნდა, არანაირი განზრახვა არ მქონია, რომ ეს მაინცდამაიანც პოლიტიკური მიმართულებით ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ამან ასეთი სახე მიიღო. ეს ფაქტია და ჩვენ თუ სირაქლემასავით ვიტყვით, რომ ასე არ არის, სწორი არ იქნება. ნაწილი ასე მუშაობდა, ნაწილი ისე მუშაობდა, მაგრამ უსინდისო იყო და იქნება ბრალდება, რომ ამით მე დამაბრალო საბიუჯეტო თანხების მითვისება და გაფლანგვა.

რაც არის ცუდი, ამ ნაწილში მე ვთქვი, რომ ცუდია და სამწუხაროდ, ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს, თითქოს მე ბრალი ვაღიარე. ბრალის აღიარება საპროცესო მოქმედებაა და ამას პატიმრობის მესამე წელს არავინ აკეთებს. ამას აკეთებენ პირველ რამდენიმე კვირას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, შეცდომა იყო ის, რომ არ მიადევნა თვალი, პოლიტიკური საქმიანობით არ ყოფილიყო დაკავებული "თბილსერვის ჯგუფი".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ