ეკა ბესელია - გიგი უგულავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, თუმცა ის სასამართლოს არ გაუმართლებია

ეკა ბესელია - გიგი უგულავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, თუმცა ის სასამართლოს არ გაუმართლებია

გიგი უგულავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, თუმცა ის სასამართლოს არ გაუმართლებია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

ეკა ბესელია არ თვლის, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმარია.

"მე არ ვთვლი, რომ ის პოლიტპატიმარია, თუმცა ყველა კითხვა, რომელიც კი შეიძლება იყოს და გაჩნდეს გათავისუფლების, ან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უნდა იყოს სასამართლოსთან. გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ქართულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, მან გარკვეული სასჯელი მოიხადა, თუმცა როგორც ვიცი, გარკვეული ეპიზოდები არის დარჩენილი. სამოხელეო დანაშაულისთვის მას მსჯავრი დაედო, ხოლო სასამართლომ კვალიფიკაცია შეცვალა, მე სამართლებრივ დეტალებში ვერ შევალ, რადგან არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელითაც ის არ გამართლებულა. მას სასაჯელი, რაც ჰქონდა განაჩენით დადგენილი, შეუმცირდა, თუმცა სამოხელეო დანაშაულში ის დამნაშავედ ცნეს. სხვა საქმეებზე ვერ გეტყვით, რომლებზეც სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს", - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება გიგი უგულავას დაბრუნებას პოლიტიკაში, ეკა ბესელიას თქმით, იქედან გამომდინარე, რაც დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, მას არ აქვს დიდი სურვილი, რომ პარტიის ხვალინდელი პერსპექტივები დაინახოს.

"ახლა ისეთი აურზაური ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", რომ მართალი გითხრათ არ მაქვს დიდი სურვილი, დავინახო მათი ხვალინდელი პერსპექტივები რეალურად იმიტომ, რომ ეს ისეთი ეტაპია, რომელიც მე მგონია, რომ იქნება ალბათ, დასრულების ეტაპი", - განაცხადა ბესელიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ