ნიკა გვარამია თავდასხმის შესახებ - ჩემი ცხოვრების მიზნად გავიხდი, რომ ეს ადამიანები აღმოვაჩინო და იქ მივუჩინო ადგილი, სადაც იმსახურებენ

ნიკა გვარამია თავდასხმის შესახებ - ჩემი ცხოვრების მიზნად გავიხდი, რომ ეს ადამიანები აღმოვაჩინო და იქ მივუჩინო ადგილი, სადაც იმსახურებენ

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მასზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც მას თავს დაესხა, მარტივია, რადგან დამონტაჟებულია კამერები, ასევე არის თითის ანაბეჭდები და რესტორანის პერსონალს შეუძლია მათი იდენტიფიცირება.

”ჩემი ცხოვრების მიზნად გავიხდი, რომ ეს ადამიანები აღმოვაჩინო და იქ მივუჩინო ადგილი, სადაც ისინი იმსახურებენ, იმიტომ კი არა რომ შური ვიძიო, არამედ იმისთვის, რომ არც მე და არც სხვა ადამიანი ამ ქვეაყანაში, ასეთი ინციდენტის მსხვერპლი არ გახდეს. ასეთი ძალადობრივი ფონი ამ ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია არის და ზუსტად დაუსჯელობა ახალისებს ასეთ ფონს. მე, როგორც ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს”, - აღნიშნა გვარამიამ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელების სამიზნე მხოლოდ ის იყო და მის მეგობრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ისინი ინციდენტში ჩაერივნენ.

იხილეთ ასევე: ნიკა გვარამია მამის დაკრძალვის დღეს რესტორანში ცემეს - "პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ