ნიკა გვარამია დაკითხვაზე იმყოფება

ნიკა გვარამია დაკითხვაზე იმყოფება

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი დაკითხვაზე იმყოფება. ნიკა გვარამიას თბილისის მთავარ სამმართველოში მასზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით კითხავენ. გვარამიასთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებიან მისი მეგობრები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავს ერთ-ერთ რესტორანში დაესხნენ. როგორც გვარამიამ აღნიშნა, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა რაც რესტორანში შუქი ჩაქვრა. ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, სიბნელეში მას ორი პირი მიუახლოვდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელების სამიზნე მხოლოდ ის იყო და მის მეგობრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ისინი ინციდენტში ჩაერივნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ