ადვოკატი - რატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

ადვოკატი - რატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

რატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს კვლავ გაგრძელდება მოწმეების დაკითხვა და მხოლოდ მათი დაკითხვის შემდეგ წარედგინება გაჩეჩილაძეს ბრალი.

7 იანვარს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ