ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძის მეგობრის დაკითხვა მიმდინარეობს

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძის მეგობრის დაკითხვა მიმდინარეობს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე თბილისის მთავარ სამმართველოში აღნიშნულ საქმეზე დაკავებული რატი გაჩეჩილაძის მეგობრის, გიორგი ფანცულაიას დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ნიკოლოზ ბიბილაშვილმა განუცხადა, გიორგი ფანცულაია შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ინციდენტის უშუალო თვითმხილველია.

მისივე განმარტებით, ფანცულაიას მოწმის სახით კითხავენ.

"შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დააფიქსირებს იმ რეალობას, რაც მოხდა უშუალოდ და არა იმას, რაც ვრცელდება. საქმიდან გამომდინარე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

7 იანვარს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ასევე წაიკითხეთ: ვინ იყო ნიკა გვარამიასთან ერთად, როცა რესტორანში თავს დაესხნენ - თვითმხილველი ინციდენტის დეტალებზე წერს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ