რატი გაჩეჩილაძე ნიკა გვარამიას მისი მამის და ბიძის შეურაცხყოფის გამო გაუსწორდა? - რას ამბობს ბრალდებულის ადვოკატი

რატი გაჩეჩილაძე ნიკა გვარამიას მისი მამის და ბიძის შეურაცხყოფის გამო გაუსწორდა? - რას ამბობს ბრალდებულის ადვოკატი

"იმის გამო, რომ იყო ერთი-ორი გარტყმა, რატი გაჩეჩილაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს" - ამის შესახებ რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა უნდა მოხდეს.

როგორც ლილი გელაშვილმა აღნიშნა, რატი გაჩეჩილაძე აღიარებს ცემას, თუმცა თვლის, რომ ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს.

"მიმაჩნია, რომ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი ქმედება. იყო ერთი-ორი გარტყმა და ამის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს. ეს უნდა იყოს ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რით იყო გამოწვეული რატი გაჩეჩილაძის ქმედება, ლილი გელაშვილის თქმით, ეს იყო "ნასვამი ახალგაზრდა ბიჭის სპონტანური რეაქცია და არა პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება".

"ეს გამოწვეული იყო ნიკა გვარამიას მხრიდან მისი მამის და ბიძის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო", - აღნიშნა ადვოკატმა.

რატი გაჩეჩილაძეს სამართლადამცავები ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ