პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისათვის 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისათვის 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისათვის აღმკვეთ ღონისძიებად 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. პროკურორის განმარტებით, გირაო გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობის უზრუნველყოფით.

პროკურორმა პროცესზე ინციდენტის ღამის ფაქტობრივ გარემოებებზეც ისაუბრა.

რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა კი, პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაჩეჩილაძეების ოჯახი მოითხოვს, აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ იყოს გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მოითხოვს გირაოს, გელაშვილის თქმით, ოჯახი 1000 ლარის ოდენობის გირაოს შესთავაზებს.

ლევან გაჩეჩილაძის შვილის, რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება გაჩეჩილაძეს "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ