პროკურორი - კლინიკამ მაია რჩეულიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება გადაწყვიტა

პროკურორი - კლინიკამ მაია რჩეულიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება გადაწყვიტა

პროკურორის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა ყველანაირი სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ "ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ იმ კლინიკის ხელმძღვანელს, სადაც მაია რჩეულიშვილი იმყოფებოდა, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია, რომ რჩეულიშვილმა უარი განაცხადა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე და სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

"ჩვენ ვამბობთ, რომ დაცვისა და ბრალდებულის მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოში გამოცხადების თავის არიდებას. ამით ცდილობენ პროცესი გაჭიანურდეს. შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ პროცესი დაინიშნოს 12 იანვარს და ამ მიზეზით კიდევ არ მოხდეს სასამართლო პროცესების გაჭიანურება, რათა დასრულდეს საქმის დროულად განხილვა", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

პროკურორის თქმით, 12 იანვრის დანიშნულ სასამართლო პროცესზე როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეები წარმოადგენენ ბრალდებულის პოზიციას სასამართლო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თუ კიდევ იქნება დაყენებული შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ პროცესის გადადებაზე, სახელმწიფო ბრალდება ჩათვლის, რომ ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურებას და შესაბამისად, მოითხოვს, რომ სასამართლო განხილვები ბრალდებულის დაუსწრებლად გაგრძელდეს.

"შემდეგ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე გეგმავს იმ მოწმეების დაკითხვას, რომლებიც ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას იძლევიან. ესენი არიან "ცენტრ-პოინტ აჭარას" თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მაია რჩეულიშვილის მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორისაა ბუღალტერი, რომლის დაკითხვაში მონაწილება სურდა თავად ბრალდებულს", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ