კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:01 / 11-01-2017
"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ
"გირჩის" ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მათ ოფისში შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯაფარიძემ განუცხადა, ამჟამად სამართალდამცველები ექსპერტებს ელოდებიან, რათა პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარონ. მისივე თქმით, პოლიციამ მას სასამართლოს განჩინება წარუდგინა, რომელიც პარტიის ოფისის ჩხრეკის ნებართვას იძლევა.

საქმე ახალი წლის ღამეს, "გირჩის" ოფისში მარიხუანას კულტივირებას ეხება. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამჟამად კულტივირებული მარიხუანა მათ ოფისში ინახება. ჯაფარიძის თქმით, მან არ იცის რას მოიმოქმედებენ სამართალდამცველები. "გირჩის" ხელმძღვანელის თქმით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკითხავთ.

ნახეთ პირდაპირი ეთერი "გირჩის" ოფისიდან

"გირჩის" ოფისში ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ექსპერტების მუშაობის გამო პარტიის ოფისი "გირჩის" ყველა წევრს დაატოვებინეს. საგამოძიებო მოქმედებებს მხოლოდ პარტიის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია ესწრებიან.

როგორც ექსპერტიზის დაწყებამდე ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, გამოსაძიებელი არაფერია, რადგან ყველაფერი საჯაროდ მოხდა. ამჟამად ექსპერტების დასადგენი მხოლოდ ის არის ნამდვილად არის თუ არა ქოთნებში მარიხუანა. მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც მოცემულ სიტუაციაში შეუსაბამოა.

"დაახლოებით 12.00 საათზე შს სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ ოფისში. მათ სასამართლოს ნებართვა წარმოადგინეს, რომ ჰქონდათ ჩხრეკის უფლება. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველ მცენარის კულტივირებას გულისხმობს. არადა მოხდა მეორე და მესამე ნაწილის დარღვევა, რადგან იყო ჯგუფური და იყო დიდი ოდენობით", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, პარტიის ოფისში 80-ე მეტი მარიხუანას ქოთანია.
16:08 / 12-01-2017
მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და ზოგადად ლეგალიზაციას ვემხრობი მარა ამ თავისუფლებას რომ ნაცმაცუნა ქადაგებს ცოტა სასაცილოა
bebero
13:03 / 12-01-2017
პლანი არა? ქინძი იქნება დათესილი :):):)
:)
მსგავსი სიახლეები
"გირჩის" წარმომადგენლის თქმით, პოლიციელები სასულიერო პირს "დამცინავად მოეპყრნენ"
"კანაფის მომხმარებლები არ გამოირჩევიან არც აგრესიულობით და არც ანტისაზოგადოებრივი ქმედებებით"
მაღალი წნევისა და ინსულტის შემდგომი მდგომარეობის სამკურნალოდ ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ფიჭვის გირჩები
ზურაბ ჯაფარიძემ მედიას ამ საკითხზე მათი პარლამენტისადმი მიმართვა გააცნო
"ჩვენ უკვე მზად გვაქვს კანონპროექტი, რომლის ინიცირება სწრაფად გვინდა რომ მოხდეს"
ქუთაისში "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" რეგიონალური ოფისი გა
ადგილზე პოლიციელები დახვდნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
"სთხოვდნენ, ქალაქში ბოლო დროს მომხდარი დანაშაულებები აღიარეო"
თავდამსხმელმა ბანკიდან 3500 ლარი გაიტაცა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:54 / 25-03-2017  Image დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
"რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა"
15:40 / 25-03-2017  Image ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემთხვევა გუშინ მოხდა
22:05 / 25-03-2017  Image "ნებულა:სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მოამზადებაში უფასოდ დაეხმარება
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება
18:39 / 23-03-2017  Image "ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი
ქართველი სამხედროს ჩანაწერები ერაყის სამშვიდობო მისიიდან
10:03 / 25-03-2017  Image "მძღოლმა თბილისამდე წაყვანა შემოგვთავაზა... არ ეტყობოდა რომ ნასვამი იყო" - მეგობრების ავტოსტოპი, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა
მძღოლს მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოართვეს და ჯარიმა დააკისრეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49