"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ

"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ

"გირჩის" ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მათ ოფისში შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯაფარიძემ განუცხადა, ამჟამად სამართალდამცველები ექსპერტებს ელოდებიან, რათა პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარონ. მისივე თქმით, პოლიციამ მას სასამართლოს განჩინება წარუდგინა, რომელიც პარტიის ოფისის ჩხრეკის ნებართვას იძლევა.

საქმე ახალი წლის ღამეს, "გირჩის" ოფისში მარიხუანას კულტივირებას ეხება. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამჟამად კულტივირებული მარიხუანა მათ ოფისში ინახება. ჯაფარიძის თქმით, მან არ იცის რას მოიმოქმედებენ სამართალდამცველები. "გირჩის" ხელმძღვანელის თქმით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკითხავთ.

ნახეთ პირდაპირი ეთერი "გირჩის" ოფისიდან

"გირჩის" ოფისში ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ექსპერტების მუშაობის გამო პარტიის ოფისი "გირჩის" ყველა წევრს დაატოვებინეს. საგამოძიებო მოქმედებებს მხოლოდ პარტიის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია ესწრებიან.

როგორც ექსპერტიზის დაწყებამდე ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, გამოსაძიებელი არაფერია, რადგან ყველაფერი საჯაროდ მოხდა. ამჟამად ექსპერტების დასადგენი მხოლოდ ის არის ნამდვილად არის თუ არა ქოთნებში მარიხუანა. მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც მოცემულ სიტუაციაში შეუსაბამოა.

"დაახლოებით 12.00 საათზე შს სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ ოფისში. მათ სასამართლოს ნებართვა წარმოადგინეს, რომ ჰქონდათ ჩხრეკის უფლება. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველ მცენარის კულტივირებას გულისხმობს. არადა მოხდა მეორე და მესამე ნაწილის დარღვევა, რადგან იყო ჯგუფური და იყო დიდი ოდენობით", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, პარტიის ოფისში 80-ე მეტი მარიხუანას ქოთანია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ