საბურთალოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.