კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
01:39 / 12-01-2017
პრეზიდენტის სიძესთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს - ახალი დეტალები
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძესთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს. ამის შესახებ Ambebi.ge-ს მინდია გოგოჭურის ახლობელმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, გოგოჭურის მეგობარი მხარშია დაჭრილი. ამ დროისთვის ორივე დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მეორე პირის დაჭრის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

პრეზიდენტის სიძის ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მალე პალატაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადაიყვანენ. ჯერჯერობით ექიმებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული მინდია გოგოჭურს.

გოგოჭური პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. იგი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
You must have Flash Player installed in order to see this player.
12:25 / 12-01-2017
ორი სიზე კავტ ,ორივე ბანდიტები,გზასაცდენილები,მებლატავეები,რომლებიც ხალხის ფულებიტ გულაობენ,უსაქმურები .სულ ფეხებზე კიდიატ ხალხს ეს ორივე ბანდიტი.ამატი ადგილი ციხეა,მაგრამ ვინაა პატრონი.
??????????????
12:17 / 12-01-2017
შეცვალეთ შსს მინისტრი და დანიშნეთ გამოცდილი პროფესიონალი კადრი თუგინდ დენიკინის დროინდელი იყოს, უკვე ამოუვიდა ყველას ამდენი უსუსური პოლიციელების ყურება
.
მსგავსი სიახლეები
+VIDEO გოგოჭური რამდენიმე საათის წინ ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
მას ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული
როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაშავებული ქალს "სისტემატურად აწუხებდა".
+VIDEO| ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილმა ერთი კვირის წინ იქორწინა
დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი
"თუ ვინმეს ხელოვნურად უნდა მოახდინოს რაიმეს მოდელირება, ეს არახალია"
თორნიკე ვ.-ს გულმკერდის მიდამოში ერთი ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა
+VIDEO ის არის ნარკოდამოკიდებული და მის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება
თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:24 / 16-01-2017  Image მძიმე ავარიის დროს დაშავებულ გიორგი გოცირიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
"ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი და ყველას ვთხოვთ დაგვეხმაროს"
19:36 / 16-01-2017  Image ეჭვიანობა თუ წაგებული ფული? - 4 იანვარს მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
ავარიაში მოყვა, ის მანქანა დაამტვრია, ღმერთმა არ შეარჩინა სხვისთვის წართმეული ფული
13:51 / 16-01-2017  Image „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს BTU მიანიჭებს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებში
10:29 / 04-09-2015  Image სიგარეტის მწარმოებლების მიერ გამხელილი საიდუმლო - თამბაქოს მომაკვდინებელი შემადგენლობა
"ციანიდი - მომაკვდინებელი შხამი"
14:19 / 16-01-2017  Image თეა წულუკიანი მეუღლესთან ერთად კამერების წინ პირველად გამოჩნდა
PHOTO+VIDEO თეა წულუკიანი ერთი თვის წინ დაქორწინდა
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49